21.11.2024

სიძულვილის ენით საუბარი უნდა შეწყვიტოს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ, თან დაუყოვნებლივ – იმედა დარსალიას მონოლოგი “ახალ კვირაში”

“გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით თითოეული ჩვენგანის გარანტირებული უფლებაა, მაგრამ მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები არ არის საკმარისი, როცა თავად საზოგადოება არ არის შემწყნარებელი სხვა ადამიანების კონსტიტუციური უფლებების მიმართ, რომ თავისუფლად და უშიშრად გამოხატონ საკუთარი აზრი.”– ასე დაიწყო საკუთარი მონოლოგი ახალი კვირის წამყვანმა იმედა დარსალიამ რომელმაც ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა.

“25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმა არის დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი. და თუ პოლიტიკოსები საკუთარ კომენტარებში არ შეწყვეტთ ჟურნალისტების მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებას და კვლავ გააგრძელებთ სიძულვილის ენის პოპულარიზაციას, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ჩემი მხარდაჭერა ვახო სანაის. გუშინ ხელი მოვაწერე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტს, რომელიც გაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს. ხელმომწერები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, – შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება – რამდენიმე მუხლიდან მხოლოდ ამ ნაწილს გამოვყოფ რადგან ჩემი მოკრძალებული აზრით ეს მარტო ხელისუფლებას არ ეხება. სიძულვილის ენით საუბარი უნდა შეწყვიტოს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ, თან დაუყოვნებლივ რომ კიდევ უარესი შედეგები არ მივიღოთ.

ჩვენ უახლესი წარსულიდან გვახსოვს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან პირველი არხის და იმედის ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული დამამცირებელი ლექსიკაც. კიდევ ერთი – ასევე ვფიქრობ რომ ჟურნალისტებმაც უნდა შევამციროთ  სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში რადიკალურად არ ვეთახმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით ყოველთვის მკვეთრად პოლარიზებული მედია და ორად გახლეჩილი საზოგადოება. ” – ასე გახსნა ჟურნალისტმა 28 მარტის გადაცემა ” ახალი კვირა” საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას ეხებოდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img