29.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – კლუბების გახსნა “ომიკრონის” გავრცელების დამატებითი რისკია, რასაც მხარს ვერ დავუჭერთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო კლუბების გახსნას მხარს ვერ დაუჭერს. მისი თქმით, კლუბების გახსნა კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონის” გავრცელების დამატებით რისკებს ქმნის.

„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით ომიკრონთან მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ნამდვილად ვერ დაუჭერს. ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობის გარეშე, რათა ის სასიცოცხლო რისკები, რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img