29.04.2024
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, ვინც კორონავირუსის აბებს პირველი მიიღებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო აბებს, კერძოდ „პაქსლოვიდსა“ და „მოლნოპირავირს“  საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტების მისაღებად მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზე დაიწყო. 

„მინდა საქართველომ იცოდეს, გარკვეულწილად ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ მედიკამენტის არსებობა საერთოდ არავინ იცოდა ან იცოდა ძალიან ცოტამ.

მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო. ამიტომ თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, „პაქსლოვიდი“ 89%-ითმ ხოლო Merck-ის პრეპარატი „მოლნოპირავირი“ – 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img