22.11.2024

თქვენ გგონიათ, რომ იცით როგორ მოიქცეთ ხანძრის დროს?

2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 7 150 ხანძრის შემთხვევაა რეგისტრირებული, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ამ პერიოდში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტრავმა მიიღო 131-მა ადამიანმა. მიმდინარე წლის ექვს თვეში ხანძრის შედეგად 231 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2001 წლიდან 2019 წლის ივლისამდე საქართველოში სულ რეგისტრირებულია 158 015 ხანძარი, რომლის შედეგადაც 1 062 ადამიანი დაიღუპა; ამასთან, ხანძრის შედეგად ტრავმირებულია 2 146 ადამიანი და განადგურებულია 6 530 შენობა-ნაგებობა.

ბინაში ხანძრის დროს:

  • დაუყონებლივ დარეკეთ 112-ზე;
  • მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე!
  • დახურეთ კარი და ფანჯრები მჭიდროდ, –  შესაძლოა შეაჩეროთ ცეცხლის გავრცელება ალმოდებული ოთახებიდან 10-15 წუთით (ჰაერის ცირკულაცია აძლიერებს წვის პროცესს);
  • არ დაასხათ წყალი ძაბვიშ ქვეშ მყოფ ელექტრო-მოწყობილობებს;
  • ფრთხილად შეამოწმეთ კარის სახელური (თუ ცხელია – ხანძარია კარის უკან);
  • არ ისარგებლოთ ლიფტით; 
  • თუ ბინიდან გასვლას ვერ ახერხებთ –  ხშირ-ხშირად დაასველეთ კარი, კედლები, იატაკი რათა მაქსიმალურად შეაჩეროთ ხანძრის გავრცელება სახანძრო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე;
  • დაკვამლიანებისას არ შეხვიდეთ იქ, სადაც ხილვადობა 10 მეტრზე ნაკლებია (რამდენიმე ჩასუნთქვაც კი შესაძლოა იყოს დამღუპველი);
  • კვამლი გროვდება ადამიანის სიმაღლეზე ან უფრო მაღლა, ამიტომ დაიხარეთ (იატაკთან ახლოს ჰაერის ტემპერატურა უფრო დაბალია და ჟანგბადიც მეტია);
  • ცხვირზე და პირზე აიფარეთ მრავალფენად დაკეცილი სველი ბამბის ან ტილოს ქსოვილი;

თუ ცეცხლი მოედო ტანსაცმელს:

  • არ გაიქცეთ! ეს მხოლოდ გააძლიერებს ცეცხლს;
  • სწრაფად გაიხადეთ ცეცხლმოდებული ტანსაცმელი, თუ ეს შეუძლებელია, დაწექით  და ეცადეთ გორვით ჩააქროთ ცეცხლი (თუ ადამიანი დგას, ცეცხლი ვრცელდება ვერტიკალურად სახისკენ, თმისკენ და აზიანებს სასუნთქ ორგანოებს). 
  • ტყის ხანძრის დროს თუ ხანძრის კერასთან ახლოს აღმოჩნდით:
  • დაუყონებლივ დარეკეთ 112-ზე;
  • იმოძრავეთ სწრაფად, საშიში ზონიდან ცეცხლის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით;

ხანძრის ზონიდან გასვლის შემდეგ:

  • შეატყობინეთ ადგილობრივ მოსახლეობასა და შესაბამის სამსახურებს ხანძრის ადგილის, მასშტაბის და ხასიათის შესახებ.
  • თუ შეუძლებელია ხანძრისგან თავის დაღწევა, შედით წყალსატევში ან დაიფარეთ სველი ტანსაცმელი;
  • სახეზე აიფარეთ ბამბა-დოლბანდის ნიღაბი ან ქსოვილი;
- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img