22.11.2024

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშილს სამედიცინო დახმარება კლინიკა „ვივა მედში“ აღმოუჩინონ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურსა და აღნიშნულ კლინიკას შორის არსებობს შეთანხმება და დაახლოებით 600-მდე მსჯავრდებულს სამედიცინო დახმარება სწორედ ამ კლინიკაში გაუწიეს.

„იმის გათვალისწინებით, რაც განაცხადა ჩემმა კოლეგა საქართველოს ომბუდსმენმა და რაც განაცხადა თავად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ გადავიდეს იმ კლინიკაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ისეთი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად, როგორიც დღეს არის მიხეილ სააკაშილი, მე მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ასეთი საჭიროება დადგება, სააკაშვილი კერძო კლინიკა „ვივა მედში გადაიყვანონ, დახმარების აღმოჩენის მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სპეციალური შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და „ვივა მედს“ შორის და ჩვენ ვიცით, რომ, დაახლოებით, 600-მდე მსჯავრდებულს მსგავსი დახმარება სწორედ ამ ცენტრში გაუწიეს,“- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ სააკაშვილი ძალდატანებითი კვების წინააღმდეგია.

„რაც შეეხება ძალდატანებით კვებას, სააკაშვილმა ცალსახად გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომ ის წინააღმდეგია ძალდატანებითი კვების, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, არის ასეთი შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ციხის ექიმი, თუ ხედავს, რომ მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზღვარზეა მისული, ის კრებს ექიმების ჯგუფს და ისინი იღებენ კოლეგიალურ გადაწყვეტილებას ძალდატანებით კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ამის წინააღმდეგია“, – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img