ვანდალიზმი თბილისში

737

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს თბილისის სხვადასხვა უბნებში, სკვერებსა და პარკებში, ახალგაზრდების მიერ განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტები. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ რამდენიმე ადგილას ისინი შეგნებულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. „ამ კადრების შინაარსი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ინფრასტრუქტურის დაზიანებით და მისი განადგურებით მიყენებული ზარალი“ – წერს თოქმაჯიშვილი „ფეისბუქზე“. ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

https://www.facebook.com/100000660146542/videos/3996882290343736/