29.04.2024
- Advertisement -spot_img

31 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა, მისი შედეგების საფუძველზე კი – უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

სარეფერენდუმო კითხვას – თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, პასუხი – დიახ – 3 295 000 ადამიანმა დაადასტურა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა 99.8%-ს შეადგენდა.

ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ჩათვლით ჩატარდა.

რეფერენდუმიდან ცხრა დღეში, საქართველოს უზენაეს საბჭოზე, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img