ქაბულის აეროპორტში დღეს დილით მიიყვანეს საქართველოს 16 მოქალაქე რომლებიც ავღანეთიდან სამშობლოში გამოფრენას ვერ ახერხებდნენ. ისინი ამ წუთებში ბორტზე აიყვანეს და გამოსაფრენად ემზადებიან.
აეროპორტში ყოფნის დამადასტურებელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემაც.