ქალაქ ოზურგეთის ცენტრში უცნობმა მამაკაცმა ეკლესია დაარბია. 50 წლამდე მამაკაცი ტაძარში ნაჯახით ხელში შევარდა და სასანთლეები, ხატები და ეპისკოპოსის სავარძელი დაამტვრია.
ამის შემდეგ მამაკაცი გარეთ გამოვარდა, რა დროსაც მისი დაკავება მრევლის მიერ გამოძახებულმა პოლიციამ სცადა. მამაკაცმა საპატრულო პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა.
ამჟამად მამაკაცი დაკავებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას guria.tv ავრცელებს.