26.11.2024

დამლაგებელმა გაზის ონკანები ღია დატოვა. კორპუსი აფეთქებას სასწაულად გადარჩა

15 მარტი. 00:29 წუთი.

“თბილისი ენერჯის” ოფიციალური გვერდი აქვეყნებს ისტორიას აფეთქებას გადარჩენილ კორპუსზე

“საშინელი გაზის სუნია. არ ვიცით რა ხდება. გვიშველეთ.” – აღელვებული ხმით დარეკეს თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე დიდი დიღმიდან. სწრაფი რეაგირების ჯგუფი სასწრაფოდ გავიდა ადგილზე. ძლიერი გაზის სუნი აპარატურის გარეშეც იგრძნობოდა. შემოწმების შედეგად კი აი რა აღმოჩნდა-

იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის დაკეტილი ბინა დამლაგებელს დაულაგებია. როგორ და რანაირად არავინ იცის, მაგრამ გაზქურის ონკანები გახსნილ მდგომარეობაში დაუტოვებია და სახლი დაუკეტავს. გაზი კი  მთელი საღამოს გამავლობაში ჟონავდა დაკეტილ ბინაში.  

თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების 114-ის ჯგუფმა  გაზი გადაკეტა და საფრთხეც აღმოიფხვრა, თუმცა  რომ არა მეზობლების ყურადღება და დიდი პასუხისმგებლობა ეს ამბავი დიდი ალბათობით ძალიან ცუდად დასრულდებოდა დამლაგებლის უპასუხისმგებლობის გამო.

კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. იყავით ფრთხილად, ყურადღებით და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ. თითოეული ადამიანის არასწორმა ქმედებამ  შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს. მადლობა  მოქალაქეებს, რომლებმაც საფრთხის შესახებ დროულად შეგვატყობინეს ცხელ ხაზზე.

დარეკეთ 114 ზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს როცა გაზის სუნს გრძნობთ!

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img