29.04.2024
- Advertisement -spot_img

სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მიერ მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ​ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ციხეში ექსპრეზიდენტი მოინახულა.

როგორც ნინო ლომჯარიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ექიმებმა გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი და დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

შესაბამისი დასკვნა კი უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

„შევედით, ექიმებს საშუალება მიეცათ, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი გაესინჯათ. ასევე ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ექიმებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. არსებული სამედიცინო მდგომარეობა შეაფასეს და ასე ვთქვათ, სრულყოფილად შესწავლის საშუალება მოგვეცა. არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად სამედიცინო შეფასებებს თავად ჯგუფის წევრები გააკეთებენ. უახლოეს პერიოდში, ვეცდებით, რომ ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა, თუმცა პირველად შეფასებებს ისინი თავად გაგაცნობენ. რა კითხვებიც ჰქონდათ ექსპერტებს, დაისვა და მიიღეს პასუხები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი 16 ნოემბერს მოიწვია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img