23.11.2024

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან კიდევ ერთი ხნული გაავლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის გასწვრივ კიდევ ერთი ხნული გაავლეს. ადგილობრივების ინფორმაციით ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკით საოკუპაციო ხაზთან გუშინ გამოჩნდნენ და სოფლების – ცერონისისა და კნოლევის პერიმეტრზე, ე.წ. სასაზღვრო მწვანე ბანერების გასწვრივ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ხნული გაავლეს. კნოლევის მცხოვრებთა განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, სოფლის მოსახლეობა ვეღარ გადაადგილდება და შესაბამისად, ამ მიწების სასოფლო-სამეურნეო ან საძოვრების დანიშნულებით გამოყენებას ვეღარ ახერხებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img